ნინჩო ჯიბლაძე, OK!საქართველოს მთავარი რედაქტორმა და ჩვენი ჟიურის წევრმა გამოთქვა საკუთარ აზრები დაჯილდოების შესახებ და ილაპარაკა იმაზე, თუ რატომ უნდა მიიღოს ინდუსტრიის ყველა პროფესიონალმა მონაწილეობა პრემიაში Wedding Stars Awards.

როგორ შეაფასებდით საქართველოში საქორწინო ბაზრის განვითარების მოცულობას და პერსპექტივებს?

ქორწილი ყოველ წელს უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ღონისძიებაც მეტად დახვეწილი და მრავალფეროვანი ხდება.

როგორ ფიქრობთ, პროფესიული საქორწინო პრემიის ჩატარება მოახდენს გავლენას ბაზრის განვითარებაზე?

პროფესიული პრემია ვფიქრობ წაახალისებს ამ სფეროში მყოფ ადამიანებს. დაფასდება მათი შრომა, კონკურენცია ყოველთვის აჯანსაღებს ნებისმიერ ბიზნესს და ხელს უწყობს მას განვითარდეს და გახდეს უფრო ძლიერი.

როგორ ფიქრობთ, პრემიაში რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა პროფესიონალებმა საქორწინო ინდუსტრიიდან ?

ვფიქრობ თქვენი ღონისძიება კარგი საკომუნიკაციო პლატფორმაა. აქ კომპანიებს საშუალება ეძლევათ კიდევ ერთხელ გაეცნონ როგორც მომავალ პარტნიორებს ასევე პოტენციურ დამკვეთებს.

რატომ ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პირველი პროფესიონალური პრემიის ჩატარება საქართველოში?

მნიშვნელოვანია საქორწინო ინდუსტრიის კიდევ მეტად განსავითარებლად.

რა რჩევას მისცემდით საქორწილო პროფესიონალებს საქართველოში?

ქორწილს უხდება ყველაფერი, რაც ტრიალებს სიყვარულის ირგვლივ – რადგან თავად ქორწილი სიყვარულის ზეიმია. ამ სფეროს ადამიანებს ვურჩევ ყოველთვის სიყვარულით აკეთონ თავის საქმე, რადგან ამ გრძნობაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ისინი ახლად დაბადებული სიყვარულისთვის ქმნიან დღესასწაულს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *