კამელია ლამბრუ (Camelia Lambru ) Italian Wedding Awards დამფუძნებელი და ცნობილი იტალიური საქორწინო დამგეგმავი, მინი-ინტერვიუში ხსნის რა არის საქორწინო დაჯილდოების სარგებელი და რატომაა აუცილებელი რომ ყველა ბაზრის პროფესიონალი ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა.

✨ თქვენი აზრით, როგორ შეცვალა საქორწინო პრემიამ იტალიური საქორწინო ბაზარი?

გარდა იმისა, დავაჯილდოვოთ კონკურსანტები, ღონისძიების მიზანია „Mady in Italy“ და „ქორწილი იტალიაში“ ბრენდების განვითარება. ამისთვის დავპატიჟეთ საერთაშორისო ჟიური და მოვიწვიეთ საერთაშორისო საქორწინო ორგანიზატორები ჩვენი აქტივობებისთვის. ჩვენი კონკურსანტები ერთმანეთთან შეჯიბრებების გარდა მოუსმენენ საერთაშორისო ჟიურის აზრს, რომელიც დაეხმარება გააუმჯობესონ თავიანთი აქტივობები და გახდნენ უფრო მეტად კრეატიულები.  

✨ რა არის პრემიის მთავარი სარგებელი ბაზრისათვის და მისი მონაწილეებისათვის?

სახელი IWA (Italian Wedding Awords) ხარისხზე და პროფესიონალიზმზე მიანიშნებს კლიენტებს, იმიტომ რომ ის გამორჩეულია ჯიურის წევრებით. შარშან უკვე დავაწესეთ რეგიონალური ნახევარფინალები. ანუ მონაწილეებს ჯერ ვირტუალურად (ონლაინ), შემდეგ იტალიური რეგიონალური ჟიური, და ბოლოს საერთაშორისო ჟიური აფასებს. IWA მონაწილეებს აძლევს ახალ შანსს. გამარჯვებულებს (ან მონაწილეებს) შეუძლიათ ითანამშრომლონ პროფესიონალებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე საზეიმო ვახშამი არის კარგი საშუალება ერთმანეთის გასაცნობად.

✨ რატომ ფიქრობთ რომ პროფესიონალური საქორწინო ჯილდო კარგად იმოქმედებს ბაზრის ყველა სფეროზე?

წინა დაჯილდოვებებზე მივიღეთ უამრავი დადებითი გამოხმაურება, რაც გვაძლევს მეტ მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა (უკვე ვაწყობთ მეოთხე ცერემონიას), გავაუმჯობესოთ, მოვიძიოთ საუკეთესო კონტენტი და დავეხმაროთ კომპანიებს გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *