მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ ცნობილი იტალიელი მზარეული ენცო ნერი დაემატა პრემიის ჟიურის გუნდს.

“დღეს ტელევიზიაში, ჟურნალებსა და სოც. ქსელებში ძალიან ხშირად ვხედავთ რეპორტაჟებს ულამაზეს ქორწილებზე განსხვავებულ ადგილებში. მაგრამ რა ხდება ამ სილამაზის უკან? ეს პრემია დაგვეხმარება იმაში, რომ დავინახოთ, რას წარმოადგენს საქორწინო ორგანიზატორის საქმიანობა და რა პროცესები მიმდინარეობს ქორწილის მომზადებისას. ქორწილის ორგანიზება მართლაც არ არის მარტივი. იმიტომ, რომ ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ დეკორაციის შერჩევა ან ფერების პალიტრის შეხამება პატარძლისთვის. ეს პროცესი მოიცავს ბევრ არჩევანს სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: მარკეტინგი, ღონისძიების დეკორი, სტილის შერჩევა, დეკორატიული და ფლორისტიკული სხვადასხვაობები, განათების დიზაინი და საუნდტრეკები, მენიუს შექმნა და რა თქმა უნდა, ყველაზე განსაკუთრებული ტორტის მორთვა. ეს პრემია შეარჩევს საუკეთესოებს და ყველაზე ნიჭიერებს ამ სფეროში, ასევე იმუშავებს პროფესიონალიზმის გაზრდაზე ამ განვითარებად და საინტერესოო სფეროში,”- თქვა ბატონი ენცო

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *