ჟურნალისტი და პროექტ Nateli Tbilisi-ის ავტორი ნათელა ფოცხვერია შეაფასებს Wedding Stars Awards-ის ნომინანტებს.

პროექტ Nateli Tbilisi -ის დამფუძნებელი, მაღაზია Ieri Store -ის პიარ – დირექტორი და რუსული ჟურნალ “kommersant. Style”-ის მთავარი რედაქტორი ნათელა ფოცხვერია დაემატა ჩვენს ჟიურის წევრებს. “ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც განავითარებს ამა თუ იმ ინდუსტრიას ჩემთვის სასიხარულოა. ძალიან მინდა, რომ ჩემს საყვარელ ქვეყანაში იყოს რაც შეიძლება მეტი სასარგებლო პროექტები. პრემია Wedding Stars Awards ნამდვილად სასარგებლო იქნება საქორწინო ბიზნესისათვის. მოხარული ვარ, რომ მომიწვიეს ჟიურის წევრად. გპირდებით, შევაფასებ ობიექტურად. იმედი მაქვს, ეს პრემია და მსგავსი პროექტები იქნება განმავითარებელი სტიმული პროცესის ყველა მონაწილისათვის”,- აცხადებს ნათელა ფოცხვერია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *