Rules of Wedding Stars Awards Main rules

  1. პრემია Wedding Stars Awards -ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალებს (სააგენტო ან ფიზიკური პირი), რომლებიც მუშაობენ საქორწინო ბაზრის სფეროში საქართველოში.
  2. 2019 წლის პრემიაში მონაწილეობის მისაღებად, მიიღება 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე შესრულებული პროექტები.
  3. ნომინაციებში წარდგენის საბოლოო ვადაა 1 ნოემბერი 2019 წ.
  4. პრემიაში მონაწილეობისათვის მიიღება პროექტები ( ფლორისტიკული, ფოტო, ვიდეო მასალები და ა.შ.) რომლებიც შექმნილია საქართველოში
  5. Wedding Stars Awards საზეიმო ღონისძიება გაიმართება 2019 წლის 5 დეკემბერს.

Rules of Wedding Stars Awards Nominations

  1. ნომინაციაში წარდგენის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა ჩვენს საიტზე, იმ ნომინაციებში, რომლებშიც მას სურს მონაწილეობა.
  2. სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ, უნდა გადაიხადოთ მონაწილეობის საფასური.
  3. საფასურის გადახდის შემდეგ, თუ ნომინაციის პირობებში მითითებულია, უნდა წარმოადგინოთ პრეზენტაცია ან ფოტოსურათი / ვიდეო მასალა, ან ბმულები საჭირო მასალებზე ელ. ფოსტაზე: join@wedstarsawards.ge
  4. Short-list-ში მოხვედრის შემთხევაში მონაწილეები მიიღებენ შეტყობინებას 2019 წლის 20 ნოემბრამდე.

Rules of Wedding Stars Awards Participation fee

  1. ყველა ნომინაციაში შესატანი თანხა შეადგენს 100 -150 ლარს ან ექვივალენტს აშშ დოლარში.
  2. საქართველოში არსებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გააკეთონ გადარიცხვა ქართული ბანკის ანგარიშზე
  3. უცხოელ მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს თანხა აშშ დოლარის ექვივალენტში (ოფიციალური კურსით გადახდის დღეს). გადახდის საშუალებებს ჩვენ ინდივიდუალურად შევატყობინებთ.
  4. მონაწილეთა ყველა თანხა მიმართული იქნება პრემიის ორგანიზაციული ხარჯებისკენ: საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობა, რეკლამა,  პრიზები გამარჯვებულებისთვის.

Rules of Wedding Stars Awards Jury

  1. დამოუკიდებელი ჟიურით, რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნესში და კულტურის სხვადასხვა სფეროში ( რესტორატორები, დიზაინერები, მხატვრები, არქიტექტორები) დასაქმებული პროფესიონალებით.
  2. ჟიურის წევრების ნამუშევრების წარდგენა ნომინაციებში არ არის დაშვებული.
  3. შედეგების ობიექტურობა გარანტირებულია დამოუკიდებელი ჟიურითი
  4. კანდიდატების შეფასება მოხდება ექსპერტთა გუნდის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით და მეთოდოლოგიით.

Rules of Wedding Stars Awards Expert Council

  1. ნომინაციების შეფასების მეთოდოლოგია შეიქმნება ექსპერტთა გუნდით.
  2. ექსპერტთა გუნდი შედგება პროფესიონალებისგან საქორწინო სფეროში
  3. ექსპერტთა გუნდის წევრები არ მიიღებენ მონაწილეობას საბოლოო შეფასებაში.
  4. ექსპერტთა გუნდის წევრებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და წარმოადგინონ თავიანთი პროექტები ნომინაციებში ზოგადი წესებით.

Rules of Wedding Stars Awards Announcement of the winners

  1. Short-list მონაწილეები მიიღებენ შეტყობინებას არაუგვიანეს 15 ნოემბრამდე.
  2. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2019 წლის 5 დეკემბერს, თბილისში
  3. გამარჯვებულთა ჩამონათვალი გამოქვეყნდება პრემიის ვებსაიტზე, ასევე მიიღებს ელექტრონულ ნიშანს თავიანთი ვებ -გვერდისთვის და სოციალურ ქსელებში გამოყენებისათვის.

სიახლეების გამოწერა

გსურთ დამატებითი ინფორმაცია?